

ხვანჭკარის ღვინის მარანი
რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ ხვანჭკარში თავადი ყიფიანის მარნის ადგილას 1927 წელს აშენდა ხვანჭკარის ღვინის ქარხანა, რომელსაც დღეისათვის წარმოვადგენთ ჩვენ შპს “ხვანჭკარა”. წლების განმავლობაში ქარხანაში მოღვაწე მეღვინეები ახალ თაობებს გადასცემენ ღვინო ხვანჭკარას დამზადების ყიფიანისეულ მეთოდს, რამაც ჩვენს მიერ წარმოებულ ღვინოს ბევრ ქვეყანაში გაუთქვა სახელი.
ისტორია
ღვინო ხვანჭკარის წარმოებას XIX საუკუნის 80-იან წლებში საფუძველი სწორედ თავადმა დიმიტრი ყიფიანმა ჩაუყარა. მან “ალექსანდროულისა” და “მუჯურეთულის” უნიკალური ყურძნის ჯიშებისაგან არასრული დუღილის მეთოდით მიიღო შესანიშნავი ნახევრადტკბილი წითელი ღვინო, რომელსაც მაშინ “ყიფიანის ღვინო” ეწოდებოდა.



პრიზი
დიმიტრი ყიფიანმა თავისი ღვინო გააგზავნა ბელგიის ქალაქ ოსტენში, სადაც ევროპის ღვინის ფესტილვალი იმართებოდა. ყველასთვის გასაოცრად სწორედ “ყიფიანის ღვინოს” ხვდა წილად ოქროს გრან-პრი, რომელიც დღეს ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ეს იყო ქართველი მეღვინეობის და კერძოდ, ყიფიანის უდიდესი გამარჯვება.
მდებაროება
ხვანჭკარის მიკროზონა მდებარეობს რაჭაში, ამბროლაური ადმინისტრაციულ ზონაში, ზღვის დონიდან 450-750 მეტრის სიმაღლეზე, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, მაღალი ქედებით დაცულ ქვაბულში. იგი მოიცავს უშუალოდ სოფ. ხვანჭკარას და მის მახლობელ სოფლებს. კლიმატი აქ ნოტიოა, ზომიერად ცივი ზამთრით და ცხელი შედარებით მშრალი ზაფხულით.


